არის თუ არა სააკაშვილი მოწამლული – სამხარაულის ბიურომ სისხლის ანალიზის ჩატარება მოითხოვა | 07.12.2022

მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზისთვის სისხლის ნიმუშის დამატებით აღებაზე დღეს უარი განაცხადა კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფებოდა.  ვასილ კაკაშვილის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო  განაცხადა. გამომძიებლის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ნიმუშების აღებაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამს და  საგამოძიებო მოქმედებები მომდევნო დღეებში ჩატარდება. იმის დასადგენად, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული, სამხარაულის ბიურომ დამატებით სისხლის ანალიზის ჩატარება მოითხოვა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს.  წინაღმდეგ შემთხვევაში ექიმები დაახლოებით ორ-სამ თვეში სერიოზულ გართულებებს არ გამორიცხავენ. სახალხო დამცველი  აპირებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ისარგებლოს, რადგანაც მისი თქმით,  მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, 9 დეკემბერს  13:00 საათზე  არის ჩანიშნული. სასამართლოზე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.