უკრაინის საელჩო საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე საუბრობს | 06.12.2022

უკრაინის საელჩო  საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე საუბრობს.  საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა დღეს წლის შემაჯამებელ ბრიფინგი გამართა.  კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ანდრეი კასიანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, “მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად”, უკრაინას არ მიუიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.  მისი შეფასებით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების თხოვნა სრულად გამართლებულია, რადგან უკრაინამ 1993 და 2008 წლის ომებში საქართველოს დიდი ჰუმანიტარული, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია.

კასიანოვის  თქმით, დღეს, 6 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, თუმცა თბილისის საკრებულოსგან არც ამაზე მიუღიათ პასუხი.

ანდრეი კასიანოვმა, საქარათველოში უკრიანის ელჩის დანიშვნაზე ისაუბრა, მისი თქმით, , საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი სავარაუდოდ2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება.