“სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” | 06.12.2022

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება –  ამის შესახებ ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით მესამე პრეზიდენტის მდგომაროება სტაბილურია. ჩხაიძე ასევე ამბობს რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა გრძელდება. ვივა მედის კლინიკური დირექტორის თქმით სააკაშვილს მხოლოდ წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი არასრულფასოვნად იკვებება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აქვს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, 9 დეკემბერს ჩაინიშნა. პროცესი საქალაქოში 13 საათზე დაიწყება. სასამართლოზე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.