ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ | 06.12.2022

ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ. მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხია.  პოლიტიკოსები მათ საკუთარ მოსაზრებებს აცნობენ, თუ სად ხედავენ ყველაზე დიდ ხარვეზებსა და ჩავარდნებს და  რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პრიორიტეტები სრულყოფილად იყოს შესრულებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით ყველაზე საკვანძო  პუნქტი მართლმსაჯულების საკითხია.