“ფარისეველი, გამყიდველი პოლიტიკოსები დივიდენდების მიღებას ცდილობენ,ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს” | 05.12.2022

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. სამძიმრის გამოცხადების შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილმა  ოპოზიცია გააკრტიკა. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ქართველები უკრაინაში საომრად “ომის პარტიას” მიჰყავს. განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე  გააკეთა. პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს გარდაცვლილი მებრძოლების პატივსაცემად, ფარავს ხარჯებს მათი გადმოსვენებისას და სამხედრო პატივით კრძალავს, მისი თქმით, “ფარისეველი” ოპოზიცია კი ადამიანების სიკვდილით ცდილობს “ყალბი პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ  წინა ხელისუფლებამ 2008 წელს ჩააბარა რუსეთს კოდორის ხეობა და  აგვისტოს ომის დროს ქართველი ჯარისკაცები არა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, არამედ საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო დაიღუპნენ. ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ გარკვებული ძალები  მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ.

მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა და უთხრა, რომ ყოველდღე, დილით და საღამოს ქართველ მოსახლეობას ბოდიში უნდა მოუხადოს იმისთვის, რაც ქვეყანას დამართეს. ოპონენტებს ასევე მოუწოდა, რომ კიევში სელფების გადაღების ნაცვლად ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ.