სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის უდიდესი პატივია, უმასპინძლოს სალომე ზურაბიშვილს ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მიმდინარეობს. ანჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.