არ მახსენდება, ასე უმწეოდ ვხვდებოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აყრას – ნიკა გვარამიას მიმართვა | 05.12.2022

“მინდა სამძიმარი გამოვთქვა ბახმუტში დაღუპული ქართველი გმირების გამო… არ გლოვობს მთავრობა, ვიგლოვოთ ჩვენ!” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.

“ასეთი ზნედაცემულობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, საერთოდ არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიარ მახსენდება სიკვდილის ირგვლივ არ გაერთიანებულიყოს ერი, არ მახსენდება, გლოვას არ გავეერთიანებინეთ. არც ის მახსენდება, ასე უმწეოდ ვხვდებოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აყრას. სამწუხაროა, რომ ჯერაც არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ ხელისუფლებისგან რაიმეს მოლოდინს არავითარი რაციონალური საფუძველი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ჯერაც ვერ მოვიშალეთ ამ ხელისუფლების დამუნათება და მოწოდებები, იმოქმედონ მორალური კანონის შესაბამისად და გულის პატრიოტული კარნახით. მგლის თავზე სახარების კითხვაა, მორალი მოსთხოვო არამორალურს, პატრიოტიზმი მოსთხოვო სამშობლოს განცდის არმქონეს, ჰუმანურობა მოსთხოვო სადისტსმოგიწოდებთ, შევწყვიტოთ ეს მოლოდინები და რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით. მოვრჩეთ უსაფუძვლო მოლოდინებს და ვიმოქმედოთ თავად! ამ ტრაგედიით დავიწყოთ! – არ გლოვობს მთავრობა, ვიგლოვოთ ჩვენ! რაში გვჭირდება მთავრობა და მის მიერ გამოცხადებული გლოვის დღე? გავმართოთ წუთიერი დუმილის აქციები, შენობებში თუ გარეთ, სამსახურში თუ სუპერმარკეტებში! 1 დღით მაინც გავაჩეროთ ცეკვათამაში და გართობა ტელევიზიებში! უარი ვთქვათ ცეკვათამაშში მონაწილეობაზე! ვატაროთ შავი სამკლაურები ან გლოვის სხვა სიმბოლიკები! ვისწავლოთ გადაწყვეტილებების თავად მიღება! ვისწავლოთ თვითორგანიზება! გავაცნობიეროთ, რომ მთავრობა არ გვყავს, და რაც გვყავს, ის მთავრობა არ არის, რამეთუ გამოხატავს არა ჩვენს აზრს და იცავს არა ჩვენს ინტერესებსვისწავლოთ ცხოვრება ამ მთავრობის გარეშე და მათი დღის წესრიგის მიღმა! ვისწავლოთ ეს, შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, თუ გვინდა რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა!”, – ნიკაგვარამიასგანცხადება.