“ოცნებაში” თვლიან, რომ სააკაშვილს არა უმძიმესი დაავადებები, არამედ საკანთან შეუგუებლობა აქვს | 01.12.2022

ცენტრ „ემპათიაში“ გამართულ პრესკონფერენციას და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ  დასკვნას გამოხმაურება მოhყვა პოლიტიკურ სპექტრში. “ქართული ოცნება” “ცენტრ ემპათიის” დასკვნას არ ედნობა. მმართველი პარტიის თავმჯოდმარე ირაკლი კობახიძე  ემპათიას  ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ კობახიძეს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის დასკვნა მიკერძოებულია. ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის გარემოცვამ ლობისტური კომპანია  დაიქირავა, რომ ხალხს მესამე პრეზიდენტი შეაცოდონ და გათავისუფლებისთვის ფონი შექმნან.

დასკვნაში ეჭვი ეპარებათ კობახიძის თანგუნდელებსაც. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტს არა უმძიმესი დაავადებები, არამედ საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობა აქვს და ამ მიზეზით მისი პატიმორბიდან გათავისუფლება ვერ მოხდება.

მამრთველი პარტიისგან განსხვავებით ცენტრ “ემპათიას” ენდობიან ოპოზიციაში. ამიტომ  მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ მაღალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.