ნატოს მინისტერიალის მეორე დღეს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში, მოლდოვასა და ბოსნია ჰერცოგოვინაში არსებულ ვითარებას და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ. შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცოგოვინა ზარალდებიან რუსეთის ზეწოლისგან.
“ნატო და ნატო-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბუქარესტში ნატო-ს მინისტერიალზე სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ.