მმართველი გუნდი ისევ ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პენიტენციური დაწესებულებისა და სამკურნალო დაწესებულების ფუნქცია და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით რამდენიმე დღეში მიმართავენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უმძიმესია, ამიტომ პროცესები სწრაფად უნდა წარიმართოს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ სასჯელისგან გათავისუფების გადაწყვეტილება მიიღოს.
გუშინ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მისცა. ექიმებმა განმარტეს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის დმგომარეობა საყურადღეობა და მას დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროება.