ფარმაცევტული კომპანია PSP პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში თურქულ მედიკამენტებთან მიმართებით, სავარაუდოდ, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ღარიბაშვილს თურქული მედიკამენტების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს.
“მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან,” – PSP-სგანცხადება.