“ოცნება“ ვენეციის კომისიას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის დროულად შეფასებას სთხოვს | 29.11.2022

“მივესალმებით განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით” – ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. გზავნილში, გადაწყვეტილება პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული.  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ. როგორც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, კანონპროექტს “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიაში გააგზავნის. მმართველი გუნდის  თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საჭირო არ იყო, თუმცა ხელისუფლებამ თხოვნა მხედველობაში მიიღო. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ვენეციის კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.