2023 წლიდან დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი დაემატება, ასევე გაგრძელდება საჯარო ტრანსპორტის ჩანაცვლება-განახლება. კახა კალაძემ დღეს საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. თბილისის მერმა ქალაქში არსებული 13 პრობლემური საკითხის შესახებ ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქებში წლების წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. კახა კალაძემ 200 ახალი 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაც დააანონსა.