„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას ჩქარობს | 28.11.2022

“ქართული ოცნება” დეოლიგარქიზაციის  შესახებ კანონის მიღებას ჩქარობს” – ასე აფასებს  ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში მიმდინარე პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის გარშემო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეუთახმებლობაა,  საკანონმდებლო ინიციატივაზე  დღეს მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს, რის შემდეგაც კანონი პლენარულ სხდომაზე გავა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება მხოლოდ ფასადურია და “ქართული ოცნების” ერთადერთ მიზანს ქვეყნის მთავარი ოლიგარქისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის იმუნიტეტის შექმნა წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, გადააგზავნონ პროექტი ვენეციის კომისიაში შეფასებების მისაღებად. მმართველ გუნდი კი ელოდება პასუხს რომელსაც უკრიანული მხარე ვენეციის კომისიისგან მიიღებს რადგან ქართული კანონი უკრაინული მოდელის ანალოგია.