პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა – სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია. 6 მსჯავრდებულს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.