ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ ცნო | 23.11.2022

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს „იზოლირებული ყველა დონეზე, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კი განაცხადა, რომ ის მადლიერია ევროპარლამენტის ამ გადამწყვეტი ნაბიჯის, რომელიც „აძლიერებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას და სამართლიანად ადასტურებს მის გარიყულ სტატუსს“.