ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას ასევე -ილია მეორის მილოცვა რუსთის პატრიარქს | 23.11.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

“თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი” – პატრიარქის მილოცვის წერილი.

ჟურნალისტების კითხვები დღეს უპასუხოდ დატოვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.  საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი შეაფასა ახალქალაქის, კუმურდოს  და კარის მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ტყუილია, რომ   პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია.

ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი მიუღებელია თეოლოგებისთვის.