მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი – რა სტატუსი გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტმა | 21.11.2022

მოწამლეს თუ არა,  ქვეყნის მესამე პრეზიდენტი- მსჯავრდებული პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი მოწამვლის ფაქტს უარყოფს, მის ფეისბუკზე, წერილი გავრცელდა.

 „მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“,  – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.