არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე | 21.11.2022

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ძალაუფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის საკითხზე BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.  ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე თავისი პოზიცია განმარტა და თქვა, რომ ეს ქვეყანაში დამატებით პოლარიზაციას გამოიწვევს. მისივე თქმით, მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი და გადაწყვეტილება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს.

“მიხეილ სააკაშვილის შეწყალების  უფლება არ მაქვს, რადგან სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულება.  ის ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობით შეწყალება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება რაც სასამართლო საქმის წარმოება დასრულდება. მე რამდენჯერმე ავხსენი თუ რატომ არ ვიწყალებ, რადგან აქ პოლარიზაციის ფაქტორია. საქართველოში პრაქტიკულად არ არის ოჯახი, რომელსაც არ განუცდია მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი, ამიტომ არ ვთვლი, რომ მე უნდა გავხდე დამატებით პოლარიზაციის ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან განიცადოს გამოუსწორებელი შედეგები. ამიტომ, მე ყურადღებით ვაკვირდები ინფორმაციას, დღეს ველოდი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნას, თუმცა ის ჯერ არ გამოქვეყნებულა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.