უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან – გზავნილები სენატიდან | 17.11.2022

“დემოკრატიის გაუარესება, მედიატერორი, დევნა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რეფორმების ჩავარდნა, თავდასხმები ამერიკის ელჩზე” – ამის შესახებ შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გაკეთდა. გავლენიანი სენატორები პირდაპირ ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან ელჩზე თავდასხმებით. მათი თქმით,  ჯგუფები, რომლებიც კელი დეგნანს აკრიტიკებენ, საქართველოს მთავარობასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ნაკისრი ვალდებულება უარყო. გარდა ამისა საქართველო-ამერიკის 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში პირველად შესაძლოა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა შეიცვალოს და ის ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს. რაც, იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველო  რეფორმებს გაატარებს, დახმარებას პარტნიორების მხრიდან ამ შემთხვევაში მიიღებს.