როგორ უნდა შესრულდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციები | 17.11.2022

როგორ უნდა შესრულდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციები – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროექტი სამართლევრივად ბუნდოვანია და აუცილებელია ამ მიმართულებით სიღრმისეული რეფორმები გატარდეს.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულებას ხელს მესამე სექტორი და რადიკალური ოპოზიცია უშლის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ოლიგარქიული გავლენები მათ პოლიტიკურ პარტიებშია.

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ მიიღო – მომხრე იყო 76 დეპუტატი, წინააღმდეგი კი- 6.  “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია იქნება.  პროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა  პირი, ვისაც  საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი აქვს, მონაწილეობს პოლიტიკაში და აქვს გავლენა მედიაზე.