რუსეთის დამანგერველის ომი უნდა შეჩერდეს! – ზელენსკის მიმართვა დიდი ოცეულის სამიტზე | 15.11.2022

ინდონეზია დიდი ოცეულის სამიტს მასპინძლობს. დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაციაა.  სამიტზე ვიდეო კავშირის საშუალებით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება. ზელენსკი ამბობს, რომ  რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან და კომპენსაცია გადაიხადოს მიყენებული ზიანისთვის.  უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით დააშანტაჟოს.

დიდი ოცეულის სამიტზე მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებს. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს მიაღწიოს კონტროლს პენტაგონის სამხედრო–ბიოლოგიურ საქმიანობაზე. ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთი ცდილობს დიდი ოცეულის სამიტის შემაჯამებელი დეკლარაციის პოლიტიზებას და უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობას.

“დიდი ოცეულის” ლიდერთა სამიტი 16 ნოემბერს დასრულდება.