მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს – გელბახიანი | 14.11.2022

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მისი ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.  ადვოკატის თქმით, სააკაშვილი გადაადგილებისთვის ეტლს იყენებს. არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილს ტუბერკულიოზი აქვს თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და კვლევები გრძელდება. დასკვნა რომელსაც ცენტრი „ემპათია“ უცხოელ ექსპერტებზე დაყრდნობით ამზადებს, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.