უჩა მამაცაშვილისა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება | 11.11.2022

უჩა მაცაშვილი “ანტიკორუფციული მოძრაობის” წინააღმდეგ – თბილისის საპელაციო სასამათლოში საქმეზე პირველი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე საუბარი ძირითადად პროცედურული საკითხების განხილვას დაეთმო, შუამდგომლობებზე მსჯელობა კი  მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. მამაცაშვილი  “ანტიკორუფციულ მოძრაობას”  ცილისწამებაში ადანაშაულებს. “ანტიკორუფციულ მოძრაობა” კი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ 15  ათასი ლარი უნდა გადაიხადოს და მამაცაშვილის შესახებ მოპოვებული ცნობები უარყოს. მოძრაობის წევრების მტკიცებით, უკრაინის მთავრობამ უჩა მამაცაშვილი დაასანქცირა, რითაც დასტურდება, რომ ის რუსებთან დაკავშირებული პიია. მათი თქმით, ე.წ ქოლცენტრების უკან სწორედ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი იდგა. რა გადაწყევტილებას მიიღებს მოსამართლე და დააკმაყოფილებს თუ არა „ატიკორუფციულ მოძრაობის“ შუმადგომლობას ცნობილი 24 ნოემბერს გახდება.

შეგახსენებთ, რომ უჩა მამაცაშვილმა „ატიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა.