დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის კვლავ დავის საგანია | 11.11.2022

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, დღეს, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით იხილავენ.

ოპოზიციის კრიტიკას აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაში ოპონენტების მხრიდან ხელშეშლა იკვეთება,  თუმცა მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ  კანონს მაინც მიიღებენ, რადგან მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს.  “ქართული ოცნების” დეპუტატების მეირ მომზადებული პროექტი უკრაინულ მოდელს ეფუძნება – მხოლოდ ერთი განსხვავებით, ოლიგარქს უკრაინაში პრეზიდენტს დაქვემდებარებული საბჭო, საქართველოში კი პარლამენტი დაადგენს. ოლიგარქად მიიჩნევა ის პირი, ვისაც  საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტი შემოსავალი აქვს, მონაწილეობს პოლიტიკაში და აქვს გავლენა მედიაზე.