“კორუფციის გამოფენა” თბილისის მერიასთან | 10.11.2022

“კორუფციის გამოფენა” თბილისის მერიასთან – “კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა“, – ამ და სხვა წარწერებით, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, მერიის წინ, ბანერები გამოფინეს. მათი თქმით, გამოფენა კარგად ასახავს მერიაში კორუფციას და სისტემურ პრობლემებს. პერფორმანსის მონაწილეების თქმით, კორუფციულ სისტემას, ადამაინიების სიცოცხლე ეწირება ამიტომ ის უნდა დასრულდეს.