გამამხნევებელია იმის დანახვა, როგორ ახერხებენ მამაცი უკრაინულები მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას.” | 10.11.2022

უსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დატოვებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება მტკიცებულებაა იმის, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ. ბაიდენის თქმით საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსები ამ გადაწყვეტილების მისაღებად ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების დასრულებას დაელოდნენ.

“საინტერესო მომეჩვენა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მათ, რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ. ეს მინიმუმ იმ დრომდე მიგვიყვანს, როდესაც ყველამ უნდა გადახედოს თავის პოზიციებს ზამთრის პერიოდისთვის და გასარკვევია, აპირებენ თუ არა ისინი კომპრომისზე წასვლას. ეს არის ის, რაც მოხდება, არ ვიცი ზუსტად რას გააკეთებენ, მაგრამ ვიცი ერთი რამ, ჩვენ ვერ ვეტყვით როგორ უნდა მოიქცნენ,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნელ-ნელა ჩანს, რომ უკრაინელები სამხრეთში რუსული ძალების უკან დახევას ახერხებენ.

“ვნახავთ რეალურად რა მოხდება ადგილზე. რუსებმა უკან დაიხიეს, ჯერ ჩრდილოეთიდან კიევის გარშემო, შემდეგ აღმოსავლეთ ხარკოვში. რეალურად ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ, თუ როგორ ახერხებენ უკრაინელები რუსული ძალების უკან დახევას სამხრეთში, ჰერსონის გარშემო. ამიტომ, გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ როგორ ახერხებენ მამაცი უკრაინული ძალები უკრაინის მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას. გამარჯვებები, მიღწევები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღწევენ, მამაც უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, ასევე არსებითი მნიშვნელობისაა,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.