ღია დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”- მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაწილი ცვლილებებს ითხოვს | 09.11.2022

ღია დაპირისპირება  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. მთავარი  ოპოზიციური პარტიის ნაწილი ცვლილებებს ითხოვს. როგორც სპეცილურად გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა,  რეგიონული ლიდერები, ყველა დონეზე შიდა პარტიულ არჩევნებსა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვენ.  ნადირაძის განმარტებით, ცვლილებებისს მიზანი უფრო ძლიერი და ორგანიზებული პარტიის შექმნაა. მისივე თქმით, პარტიის ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად სწორედ ახალი ძალებით ბრძოლაა საჭირო.

“ერთიან ნაციონალლურ მოძრაობაში” არსებულ აპირისპირებაზე პირველ კომენტარს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია  21:00 საათზე გააკეთებს.