“სიკვდილით დასჯა აღდგა? – ნუ მოკლავთ” – ამ ლოზუნგით “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების” ოფისთან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მდუმარე აქცია გამართეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მესამე პრეზიდენტის ეტაპირება სხვა ქვეყანაში არ მოხდება პროტესტი გაგრძელდება.