შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას. დაკავებული მედიამენეჯერის საქმეზე- საერთაშორისო კრიტიკული გამოხმაურებების ფონზე – პრეზიდენტი დუმს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ ზურაბიშვილს აქვს ბერკეტი შეცდომები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გამოასწოროს.
“ქართული ოცნების” პოზიცია უცვლელია. ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს. მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პატივი სცენ.
“მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში 2 ნოემბერს დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები სასამართლოს გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებენ.