ხელმოწერები ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს | 03.11.2022

ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს –  სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ოპოზიცია ზურაბიშვილთან შეხვედრას და პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვს. წერილობით მიმართვას ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს დღის ბოლოს გაუგზავნის, მანამდე კი პოლიტიკოსებმა საჯარო განცხადება უკვე გააკეთეს.  მათი თქმით, ნიკა გავრამია, პოლიტიკური პატიმარია და პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს, ვინაიდან სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპულ მომავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ქვეყნის პრეზიდენტი კი ჯერ-ჯერობით დუმს და ოპოზიციის მიმართვაზე კომენტარს არ აკეთებს.

“ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს” – ამ განცხადებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტი აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ გვარამიას დაპატიმრება არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

“ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს. ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მკაცრად გაკრიტიკდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდება დაფიქსირდა ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაშიც.  2022 წლის 16 ივნისს მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ხოლო 8 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.შეწყალების ინსტიტუტის ერთერთი კონსტიტუციური მიზანია სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა. ერთერთი ძირითადი კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არა ერთადერთ, თუმცა არსებით დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს კონსტიტუციის 78- მუხლი პრეზიდენტისგან მოითხოვსმიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,“ – ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორები კი ამბობენ, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთი სწორედ, მედია თავისუფლების საკითხს ეხება და მედიის წარმომადგენლებს,სამართლიანი სამსამრთლოს უფლება უნდა ჰქოდნეთ.