რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს- დეგნანი | 03.11.2022

“ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს”   ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას  გამოეხმაურა. დეგნანი მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობს და “ქართულ ოცნებას” დაპირებას ახსენებს.

“შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერისუსაფრთხო და პერსპექტიული დემოკრატიული სახელმწიფოს მისაღწევად.მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ამ კუთხით მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობაც კი ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ხალხს ეს დაპირება საპარლამენტო არჩევნების წინ მისცეს, რომ გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ნებისმიერი რამ, რაც ხელს შეუშლის მას, რისკის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში  ჩვენ ვიცავთ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასრადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის დასაყრდენია. სწორედ ეს გვაძლევს გამძლეობას, გავუმკლავდეთ სხვადასხვა გამოწვევას. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც. ქართველი ხალხი კიდევ და კიდევ ამბობს, რომ სურს ძლიერი დემოკრატიამათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხლხის სურვილის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში,” – განაცხადა კელი დეგნანმა.