პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია – ანა ფოტიგა | 02.11.2022

ევროპარლამენტარი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას twitter-ზე გამოეხმაურა.  მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიუღებელია.

“ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია”, – წერს ანა ფოტიგა.