“თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა” | 02.11.2022

მმართველი გუნდი  მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” დირექტორის, პატიმრობაში დატოვება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.  ხელისუფლება ირწმუნება, რომ  საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალების საკითხს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ  სალომე ზურაბიშვილმა  ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს, ეს მისი მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება. ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც შეახსენეს, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის შეწყვეტაზეა საუბარი, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ აღნიშნულ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.