ჩაატარებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისს | 01.11.2022

ჩაატარებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისს. “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “დროა”  იდეას დადებითად აფასებენ და ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავენ.  ამბობენ, რომ სია ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს. “სტრატეგია აღამშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ  არსებობს პრაიმერისის სხვადასხვა მოდელი, რომელიც დიდი პარტიის მხრიდან მანიპულაციის საშუალებებს გამორიცხავს. ვაშაძის თქმით, ოპოზიციურ ერთობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან.

“ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით კი პრამიერისი  არ  არის ის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას გააერთიანებს.  ნიკა მელია ამბობს, რომ წინასწარი არჩევნების შემთხვევაში, ყველა პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და სხვა ოპოზიციურ  პარტიებს პარლამენტში, ან მთავრობის შემადგენლობაში შესვლის შანსიც კი არ ექნებათ.

“ქართულ ოცნება” პრაიმერისის ჩატარების იდეას სერიოზულად არ აღიქვამს. ამბობენ, რომ ოპოზიცია საკუთარ რიგებში არსებული კრიზისის გადაფარვას ცდილობს.

ოპოზიციური სპექტრში თანხმდებიან რომ ახლა გაერთიანება აუცილებელია. თუმცა, ექნება თუ არა მომავალი პრაიმერისის ჩატარების იდეას ჯერ ისევ უცნობია. რამდენიმე პოლიტიკური პარტია ერთანი სიის ფორმირების საკითხზე ალაპარაკდა, რომელიც მათი განმარტებით, ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ,  სიის ფორმირების საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილი არ არის.