დედაქალაქის მერი საკრებულოში, ოპონენტებთან შესახვედრად არ მივიდა. ოპოზიციას თბილისის მერისგან ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განმარტებების მოსმენა სურდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე საერთოდ უარი უთხრა. ამის მიუხეედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები, სხდომათა დარბაზში მაინც შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, მთავარი კითხვა იყო, რამდენად უსაფრთხოა დღეს ქალაქში გადაადგილება და რატომ არ აქვს საზოგადოებას პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ვაკის პარკში ტრაგედია. თუმცა, ოპოზიციის ეს კითხვები დღეს პასუხგაუცემელი დარჩა.