ე.წ. შავი ფული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში -„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქვეყანაში რუსული გავლენების, პარტიების დაფინანსების წყაროების, ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის თაობაზე დისკუსია გამართა. ღონისძიებაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს და ზოგჯერ შემომწირველები იმაზე მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შავი ფულის მობილიზება ძირითადად მმართველი პარტიისა და მათთან დაახლოებული პოლიტიკური სუბიექტების და ორგანიზაციების სასარგებლოდ ხდება. რასაც აბსურდულს უწოდებენ “ქართულ ოცნებაში”. მმართველი გუნდი პარტიაში შავი ფულის არსებობას უარყოფს.