აისახება თუ აარა ქართულ ბაზარზე მარცვლეულის ფასის მზარდი დინამიკა | 31.10.2022

რუსეთის მიერ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შეცერებამ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა უკვე გამოიწვია. აისახება თუ არა ფასის მატება ქართულ ბაზარზე ჯერ-ჯერობით უცნობია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმედოვნებს რომ შეთანხმება უკრაინიდან ხორბლის გატანაზე მიღწეული იქნება და მარცვლეულის ფასის მზარდი დინამიკა ქართულ ბაზარზე არ აისახება. ოთარ შამუგია ამბობს, რომ პროცესებს აკვირდებიან და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს.