საპატრიარქოს კრიტიკა და აკრძალვები ჟურნალისტებს – ანდრია ჯაღმაიძის ბრიფინგი | 28.10.2022

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება,  დიდ დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. საპატრიქროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამის მიზეზად ეკლესიაში წესრიგის შენარჩუნებას ასახელებს.

სპეციალურ ბრიფინგზე ჯაღმაიძემ  მედია გააკრიტიკა. საპატრიარქოში სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები აჩვენეს, რომელიც მათი მტკიცებით,  ჟურნალისტების მხრიდან წესრიგის დარღვევას ადასტურებს.