„ეს საშიში გზავმნილებია, ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენისას საშიში ტენდენცია შეიმჩნევა“ | 28.10.2022

ვინ გახდება ქვეყის ახალი სახალხო დამცველი – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შვიდ კანიდადტს უკვე მოუსმინა. სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გამართული მოსმენები მოქმედმა ომბუდსმენმა  შეაფასა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კანდიდატების მოსმენებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ და ამ პროცესში „საშიში“ ტენდენცია შეამჩნევა. ამის შესახებ ლომჯარიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ისაუბრა. ლომჯარიას მიაჩნია, რომ არასწორია, როდესაც კანდიდატებს  წარსულში გაკეთებული განცხადებების შესახებ ეკითხებიან. „ქართული ოცნების“ გზავნილები საშიშად მიაჩნიათ ოპოზიციურ სპექტრშიც. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ოპოზიციისთვისაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთ ინტერესს ომბუდსმენის პოსტზე  ისეთი ადამიანის არჩევა წარმოადგენს,  რომელიც მმართველი პარტიის მისამართით კრიტიკული არ იქნება და მათ წინააღმდეგობას არ გაუწევს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი  წარსულში კანდიდატების მიერ სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტებს ეხებოდა. “ქართულ ოცნებაში” ამას იმით ხსნიან, რომ მომავალი ომბუდსმენი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.  მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ რომ  მათ ამ კითხვების დასმის ლეგიტიმური უფლება აქვთ, რადგან მომავალი სახალხო დამცველი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგით არ უნდა მოქმედებდეს. მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიას ღიად აკრიტიკებს.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატურას არ წარადგენს. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 კანდიდატი –  ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს. სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად დეპუტატების 90 ხმაა საჭირო.