მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებამ კვლავ გაააქტიურა ბიძინა ივანიშივლის შესაძლო დასანქცირება | 27.10.2022

ამერიკამ პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს სანქციებისთვის ცხრა ინდივიდი და 12 უწყება გამოყო.  ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლოდვის პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მანიპულირებდა მოლოდვის ხელისუფლების საკვანძო, მათ შორის სამართალდამცავი, საარჩევნო და სასამართლო სექტორებით. რაც შეეხება, ილან შორს, ის ისრაელში ცხოვრობს და მასზე  საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის ფარგლებში.

მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირების საკითხმა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ გააქტიურა ბიძინა ივანიშივლის შესაძლო დასანქცირების საკითხი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პლახოტნიუკის მმართველობა ძალიან ჰგავს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის რეჟიმს. ამიტომ ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი რომ შემდეგი შავ სიაში სწორედ ქართველი ოლიგარქი აღმოჩნდება. ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ მძიმე შედეგები დადგება ყველა იმ პირისთვის  ვისაც რაიმე კავშირი აქვს პუტინის დანაშაულებრივ  რეჟიმთან. საკითხს ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრიც.  გიორგი გახარია ამბობს, რომ კორუფცია და ოლიგარქია არის სწორედ საქართველოს მთავარი გამოწვევა.

ოპოზიციის მოლოდინები რომ სანქცირებულთა სიაში შემდეგი ბიძინა ივანიშვილი იქნება – კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ  ივანიშივილი ოლიგაქრი არ არის და მისი დასანქცირების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამ ეტაპზე უცნობია დაასანქიცრებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს.  ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ამერიკას უკვე არაერთხელ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებამ, რომლემაც ივანიშვილის ოჯახი უკვე დაასანქცირა. უკრაინის სანქცირებულთა სიაში  ოლიგარქის  გარემოცვის 4 წევრი – ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, ივანიშივლის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი  მოხვდნენ.