მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ სტატუსი – ღარიბაშვილი უნგრეთში | 27.10.2022

ევროკავშირის მიერ ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას,  უარი ეთქვა საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე „დისკრიმინაციულს“ უწოდებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.  ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირი გააკრიტიკა  და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იყო. უნგრეთის პრემიერი ფიქრობს, რომ  საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.  IR ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღარიბაშვილს გუშინ, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა გეოპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინეს.