ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მხრიდან რეკოემნდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ჟურნალისტების კითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ელჩი პასუხობს, რომ ჯერ ამაზე საუაბრი ნაადრევია. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება რეკომენდაციების შესრულების პროცესს და იმედოვნებენ, რომ რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით ჩატარდება. პაველ ჰერჩინსკმა სასაამრთლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.