რატომ არ იყო ინფორმირებული სალომე ზურაბიშვილი ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ | 25.10.2022

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ იგი არ ყოფილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული, მმართველი გუნდი აფასებს. “ქართულ ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს. ამბობენ, რომ საქართველოში  ილჰამ ალიევის ვიზიტი  შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით დაიგეგმა.

ოპოზიცია მართველ პარტიას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემლობაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის უკვე დიდიხანია უთანხმოება არსებობს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა. ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაურმა პირადად გააცილა. ალიევის ვიზიტს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის  ადმინისტრაციის განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულ არ ყოფილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, სურვილისა და მზაობის მიუხედავად, “სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა” და სალომე ზურაბიშვილი   გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.