“სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეებმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიეღო. მათივე თქმით, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში 12 პუნქტად გაწერილი რეალური რეფორმების შესასრულებლად “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავენ. გიორგი ვაშაძის და ზურა ჯაფარიძის განცხადებით, გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ევროკავშირამდე ვერ მიგვიყვანს.