თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კალაძეს საკრებულოში იბარებენ | 25.10.2022

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს,  31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იბარებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ  მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აინტერესებთ  რამდენად უსაფრთხოა დღეს ქალაქში გადაადგილება და მერიის მიერ განხორციელებული პროექტები.

ოპოზიციის მოთხოვნის საფგუძველს ვერ ხედავს მმართველი პარტია. უმრავლესობაში ამბობენ,რომ კახა კალაძეს  მალე საკრებულოში წლიური ანგარიშის ჩაბარება  უწევს და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი კითხვა სწორედ ამ ანგარიშის მოსმენის დროს დასვას.

ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ  შადრევანში  ტრაგედია 13 ოქტომბერს  დატრიალდა.   მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა  დაარტყა.  მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამიისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  9 პირი 18 ოქტომბერს,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე , გიორგი ვახტანგიშვილი და კომპანია “გრინესრვის პლიუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე. ბრალდებულებს გამოძიება სხვადასხვა დანაშაულს – სამსახურებრივ გულგრილობას, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, ყალბი დოკუმენტის დამზადებას, დამზადებაში წაქეზებას და მის გამოყენებას ედავება.