ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი – პარლამენტმა კანდიდატების მოსმენა დაიწყო | 25.10.2022

ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი – პარლამენტმა კანდიდატების მოსმენა დაიწყო.  პროცესი მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ანა აბაშიძის მოსმენით დაიწყო.  მან “ქართული ოცნების” იმ კითხვებს უპასუხა, როომლებიც  დეპუტატებმა სავარაუდოდ წინასწარ მიიღეს. პარლამენტიდან ფაქტის ამსახველი ფოტომასალა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა. მისი თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანდიდატებისთვის დასასმელი კითხვები მეილზე  მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის პოსტზე სულ 19 კანდიატია წარდგენილი, რომელთა მოსმენა 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.