უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა | 20.10.2022

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი,  რძალი – ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი. უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილ სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა ბიზნესმენები  დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე და გიორგი ჯაფარიძე. სანქცირებულთა სია სულ 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან  ცნობილი რუსი ოლიგარქები. პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირს და ამერიკას მოუწოდებს შეურთდნენ სანქციებს და გაატარონ მსგავსი შემზღუდავი ზომები.