უნდა გადადგეს თუ არა კალაძე – რას ამბობენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში | 19.10.2022

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ვერც “ქართული ოცნება” ხედავს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სისტემური პრობლემა არ გამოვლენილა და ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი სპეკულაციაა.

ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. მათი თქმით, ის, რაც 13 ოქტომბერს პარკში მოხდა სისტემური პრობლემაა.

ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ  შადრევანში  ტრაგედია 13ოქტომბერს  დატრიალდა.   მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა  დაარტყა.  მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.