დედაქალის მერის განცხადება საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თბილისის მერიასთან მოისმინეს. მათ მთავრობის სხდომაზე შესვლა და კითხვების დასმა სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მათ, როგორც საკრებულოს წევრებს მთავრობის სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება ჰქონდათ.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს. მათი თქმით, დედაქალაქის მერი ახლა ცდილობს სიბინძურე, რომელშიც თავად აღმოჩნდა, ოპოზიციას დააბრალოს. საკრებულოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, კალაძის მხრიდან პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იყო ის, რომ მერმა დაშავებულ მოზარდთან ფოტოების გადაღება დაიწყო.